მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ბაზარზე ინდური ჯენერიკების შემოსვლას დროულსა და მნიშვნელოვანს უწოდებენ
რევმატოლოგი თამთა კობახიძე ინდური ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ჯენერიკებს აქტიურად იყენებს.

ექიმები ბაზარზე ინდური ჯენერიკების შემოსვლას დროულსა და მნიშვნელოვანს უწოდებენ

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს.

საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.  მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ.

ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს. რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე

 „მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები მძიმე ტვირთად აწევს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ხშირ შემთხვევაში ისინი ვიერ ახერხებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებული სარგებელიც შესაძლოა ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეს დადგეს – თუ პაციენტი დიაგნოზის დასმის შემდეგ შესაბამისი წამლის ყიდვას ვერ შეძლებს,“ – აღნიშნავენ მედიკოსები.

რევმატოლოგი თამთა კობახიძე ჯენერიკების, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა:

„პრაქტიკაში აქტიურად ვიყინებ ვიყენებ ჯენერიკებს, რა თქმა უნდა. ვნიშნავ იმ პრეპარატებს, რომელთაც ვენდობი, რომელზედაც  თავად მაქვს დადებითი გამოცდილება ანუ, პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება მათ მიმართ ნდობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იქნება წარმოებული ესა თუ ის მედიკამენტი.

უმთავრესია, რომ იყოს ხარისხიანი, დარეგისტრირებული  საქართველოში და აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს, რომელიც ჩვენთან არის მიღებული. გერმანული პრეპარატები კარგია და ინდური – ცუდი, ეს არაპროფესიუნალური შეფასებაა.  გააჩნია მედიკამენტების მოქმედების შედეგებსა და ხარისხს. თუ პრეპარატს კარგი შედეგი აქვს პაციენტზე, ინდურსაც ჩვეულებრივ ვნიშნავ, როგორც სხვა ქვეყანაში წარმოებულს“.

შებსამისად, ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას,  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების თაობაზე,  დროულსა და მნიშვნელოვანს უწოდებს. „მედიკამენტები, ცნობილია რომ  ინდოეთიდან უნდა შემოვიდეს, სადაც მედიკამენტების წარმოების დიდი ინდუსტრიაა და მსოფლიოში ცნობილი ყველაზე დიდი კომპანიები სწორედ ინდოეთში აწარმოებენ მედიკამენტებს“.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …