მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მწარმოებელი ქვეყანა მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს
მთავარია, რომ მედიკამენტი იყოს ხარისხიანი, ეფექტური, ქონდეს კარგი შედეგი, ხოლო მისი მწარმოებელი ქვეყანა გადამწყვეტ როლს ნამდვილად არ თამაშობს.

მწარმოებელი ქვეყანა მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს

მედიკოსები ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას დადებითად აფასებენ. 

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი ინდური ჯენერიკის მომხმარებელია.

რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია. 

ექსპერტები და სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.

განმარტავენ, რომ ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

გასტროენტეროლოგი გიორგი კვიტაშვილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და მეიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ხშირ შემთხვევაში, ვცდილობ ბრენდი მედიკამენტები გამოვიყენო. ამის მიზეზი, ქვეყენაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობაა. ვიყენებ იმ პრეპარატებს, რომელსაც ვენდობი და გამოცდილი მაქვს. მხოლოდ ამ პრინციპით ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, მივესალმებით ბაზარზე ახალი კომპანიის, კერძოდ, „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას.

ინდური, თურქული, ან რომელიმე ქვეყნის პრეპარატზე ხაზგასმით უარყოფითად შეფასება არაპროფესიონალურია, მითუმეტეს თუ მას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასე შემდეგ. მე ყველა ქვეყნის წარმოებულ პრეპარატს ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ იმათ, რომელიც გამომიცდია და ვიცი, რომ კარგია.

რასაკვირველია, მთავარია, რომ მედიკამენტი იყოს ხარისხიანი, ეფექტური, ქონდეს კარგი შედეგი, ხოლო მისი მწარმოებელი ქვეყანა გადამწყვეტ როლს ნამდვილად არ თამაშობს და მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს“,- განაცხადა გიორგი კვიტაშვილმა.

ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი ლუარა კახიანი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას გამოეხმაურა და დღევანდელი ბაზარი შეაფასა.

„საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა არასახარბიელოა, მედიკამენტები ძლიან გაძვირებულია. ახალი კომპანიის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ზოგადად ფაქტი მისასლმებელია. დღეს აცუიელბელია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდოს. თავის მხრივ, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს“,- აღნიშნა ლუარა კახიანმა.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებას, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი აღნიშნავს, რომ მისი კლინიკის ექიმები თანაბრად იყენებენ როგორც ჯენერიკ, ისე ბრენდ მედიკამენტებს, გააჩნია რომელ ექიმს რა ტიპის კლინიკურ ჩვენებასთან უწევს მუშაობა.

ასე ზოგადად იმის თქმა, რომ ჯენერიკი კარგია ან ცუდი, ალბათ, არ იქნება სწორი. პირადად თუ ვიქნებოდი არჩევანის წინაშე, გამოვიყენებდი  შედარებით ნაკლებად ძვირადღირებულ ჯენერიკ მედიკამენტს, რომელიც ეფექტიანობით არ ჩამოუვარდება ბრენდს, ანუ ავირჩევდი ჯენერიკს“,- აცხადებს ცენტრის მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …