მთავარი » კვირის ინტერვიუ » თუ ჰუმანითი-ჯორჯიას მიერ იმპორტირებული მედიკამენტები იქნება ხარისხიანი და იაფი, მისასალმებელია
თუ ჰუმანითი ჯორჯიას მიერ იმპორტირებული მედიკამენტები იქნება ხარისხიანი და იაფი, რა თქმა უნდა პაციენტისთვის იქნება ხელსაყრელი,ასევე იქნება ექიმებისთვისაც.

თუ ჰუმანითი-ჯორჯიას მიერ იმპორტირებული მედიკამენტები იქნება ხარისხიანი და იაფი, მისასალმებელია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ.

ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს. რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსავლასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე ოტორინოლარინგოლოგ ვასილ შეყილაძეს ვესაუბრეთ:

„მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რაც პაციენტისთვის იქნება ხელსაყრელი და მისაღები, ასევე იქნება ჩვენთვის, ექიმებისთვისაც მისასალმებელი. თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული მედიკამენტები იქნება ხარისხიანი და იაფი, რა თქმა უნდა, მივესალმები.

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყანას, მთავარია პრეპარატი იყოს ხარისხიანი, იყოს გამოცდილი, მუშაობდეს ეფექტურად და არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწარმებელი ქვეყანა მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრებს. სამწუხაროდ, დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ინდოეთში დამზადებული მედიკამენტები უხარისხოა, არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია პრეპარატი იყოს შედეგიანი, ხოლო მის მწარმოებელ ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს“.

news.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …