მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექსპერტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან
ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები და პოლიტიკოსები.ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს

ექსპერტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან

 ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია”  ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრსშესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტიახშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

იურისტი და უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენას სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს და კონკურენციის მოსალოდნელ გაზრდაზე მიანიშნებს.

„ძალიან სერიოზული გამოწვევაა ის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს. ამ მხრივ,  ნაბიჯები უკვე გადაიდგა  და გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, თუმცაჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მეტად უნდა შეუწყოს ხელიბაზარზე უფრო მეტი მოთამაშის შემოსავლასა და  კონკურენციის შექმნას. შედეგად,ხარისხიანი მედიკამენტებზე  ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

დღეს ბაზარი შედარებით თავისუფალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ბაზარი უხარისხო პროდუქციამ არ მოიცვას.  ამიტომ, მნიშვნელოვანია  დაინერგოს ხარისხის სტანდარტები. თანამედროვე გაგებით თავისუფალი ბაზარი ნიშნავს, თავისუფალ სივრცეში შეთავაზებულ მაღალი ხარისხის მომსახურებას ან პროდუქტს. ვინც მოახერხებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოსს მომხმარებელს დაბალ ფასად, სწორედ ის იქნება წარმატებული. ამიტომ ნებისმიერი კომპანია, იქნება ეს მწარმოებელი, თუ უბრალოდ დისტრიბუტორი, რომელიც შემოვა ბაზარზე, უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, რომელსაც  მიიღებს თავისუფალი ბაზარი”,

– განმარტავს  სოფიო ხორგუანი და ახალი მოთამაშის – „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მიესალმება:

„რაც მეტი კომპანია შემოვა, მითმეტად მოგებული დარჩება მომხმარებლი, რადგან გვექნება არჩევანი და შესაძლებლობა,ნაკლებ ფასად ვიყიდოთ უკეთესი ხარისხის პროდუქტი”.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …