მთავარი » კვირის ინტერვიუ » სპეციალისტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები და პოლიტიკოსებიც,განმარტავენ,რომ ეს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს.

სპეციალისტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან

თბილისი (BPI) – „ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი  მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ – აცხადებენ მედიკოსები და სპეცალისტები.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ,  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საყოველთაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს. ამასთან, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლის ხელშეწყობა იქნება.

აღნიშნულ საკითხს,  „ადამიანის ულებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა:

„როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტებზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის პრობლემა, რომ მედიკამენტების ფასებმა დღეს პიკს მიაღწია. განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარი გარკვეულ სტაბილურობას განიცდის, ფასები მედიკამენტებზე კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს კი ჩენი მოქალაქეებისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ წამლების თამამად შეძენას.

ვფიქრობ, რომ გამოსავალი ფარმაცევტულ ბაზარზე არაბრენდირებული, ანუ ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაშია.  ამიტომ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება უმნიშვნელოვანესია დღეს. შესაბამისად, მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა და გამოძებნოს ფორმა,   შეძლოს  მედიკამენტების ფასებზე გარკვეული თვალსაზრისით სუბსიდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“.

გიორგი ლაღიძემ ასევე ისაუბრა მედიკამენტების  მწარმოებელ ქვეყნებზეც და აღნიშნა, რომ მათ ხარისხს ქვეყანა არ განსაზღვრავს. მთავარია მათი წარმოება სტანდარტების დაცვითა და კონტროლით ხდებოდეს. 

მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა ლევან ჩიკვატიამ და აღნიშნა, რომ პრეპარატები საკმაოდ გაძვირდა, რაც ხშირად პაციენტების უკმაყოფილების მიზეზი ხდება:

,,მედიკამეტების ფასებმა, ბოლო დროს, ძალიან მოიმატა. პაციენტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ ვითარებას იწვევს ექიმებში, რადგან ისინი ცდილობენ, რომ რა შეიძლება მინიმალური დოზის მედიკამენტი დანიშნონ, რათა პაციენტს არ გაუჭირდეს მისი შეძენა. შექმნილი მდგომარეობა აუცილებელია დარეგულირდეს. რაც შეეხება, ჯენერიკ მედიკამენტებს, მე ხშირად ვუნიშნავ მას პაციენტებს და ძალიან კმაყოფილი ვარ“.

ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებით ექიმმა თამარ დათეშაძემ ისაუბრა:

„როდესაც ვსაუბრობთ ჯენერიკებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სანდო და ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიურ ნივთიერებაზე პატენტის ვადაა  გასული და არ წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიის კუთვნილებას. ზოგადად ჩვენთან ჯენერიკები ახალი ,,ხილი’’ არ არის და დიდი ხანია მოხმარებაშია. ინიციატივა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტიკომპანია შემოვიდეს ჯენერიკების სახით მისასლმებელია. მაგრამ რეალობა, რომელიც დღეს არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე, ცოტა არახელსაყრელად მიმაჩნია. არსებობს რამდენიმე ოლიგოპოლისტი კომპანია და ძირითადად ისინი ყიდიან მედიკამენტებს“,

–განმარტავს ექიმი და ინდური წარმოების ჯენერიკების სანდოობაზე საუბრობს:

„ცალსახად კარგის ან ცუდის თქმა არ შემიძლია, თუმცა კოლეგები ხშირად ვცდილობთ ცნობილი და გამოცდილი მედიკამენტების დანიშვნას, თუკი პაციენტს აქვს შესაძლებლობა და ის ცდილობს მიიღოს ბრენდული წამალი. თუმცა მისი უფლებაა, რომ რეცეპტში მივუთითოთ,როგორც ჯენერიკის დასახელებაც, და ავუხსნათ, რა განსხვავებაა მათ შორის და შესაძლებლობიდან გამომდინარე, გადაწყვიტოს რომელს იყიდის და მიიღებს“, – განმარტა თამარ დათეშიძემ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …