„ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ, ჩემთვის მთავარია შედეგი“
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებულისერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს.
საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს. მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.
ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას დადებითად აფასებს და კონკურენციის მოსალოდნელ გაზრდაზე მიანიშნებს:
„მივესალმები ქართულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას. როგორც აღვნიშნე, მთავარია, მედიკამენტები იყოს ხარისხიანი და შედეგები დავინახო. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“.
რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ექიმი აღნიშნავს:
„ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ, ჩემთვის მთავარია, პრეპარატმა მომცეს შედეგი, ხოლო რომელ ქვეყანაში იქნება წარმოებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ეხება ყველა მედიკამენტს, იქნება ეს ჯენერიკი, თუ ბრენდი. არც კომპანიის სახელწოდებას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია მას გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი“.