„ჯენერიკ მედიკამენტებს აქტიურად ვიყენებ, სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება“
ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად, მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას მიიჩნევს. აღნიშნული ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯერ კიდევ, შემოდგომით, სამწლინი ანგარიშის წარდგენის დროს გამოვიდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ფარმაცევტულ ბაზარზე, სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასა და ბაზარზე ინდური წარმოების მედიკამენტების იმპორტირებას ასახლებს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.
მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, არასწორ ინფორმირებულობას მიაწერენ. ასევე იმაზეც მიანიშნებენ, რომ ფარამცევტულ ბაზარზე აუცილებელია ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლაც, რაც გაზრდის კონკურენციას და მედიკამენტებს გააიაფებს.
ცნობილია, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ექიმი თერაპევტი ლალი ჭავჭანიძე პრაქტიკაში ჯენერიკ მედიკამენტებს იყენებს, კმაყოფილია და ფარმაცეცვტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას მიესალმება:
„ვიყენებ და ვენდობი ჯენერიკულ მედიკამენტებს. მათ მიმართ სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება, ბუნებრივია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ინდური ჯენერიკი, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები, ეფექტური და ხარისხიანია. ზოგადად, მწარმოებელ ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს, თუ პრეპარატს გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ჯენერიკების ფასი გაცილებით დაბალია ბრენდი პრეპარატების ფასებთან შედარებით. ამიტომ, პაციენტების ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის „ჰუმანითი ჯორჯიას“ სახით. მითუმეტეს, თუ ეს მედიკამენტები გაცილებით იაფი, ხარისხი კი მაღალი იქნება“.