მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის
ზოგადად ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის. ბუნებრივია, რომ რომელიმე მოთამაშეშეიძლება გავიდეს, რომელიმე შემოვიდეს და ა.შ.

ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის

ჰუმანითი-ჯორჯია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს ჯენერიკ მედიკამენტების ფართო სპექტრს შეთავაზებს. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის.

კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს  მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჰუმანითი-ჯორჯია , ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო დახარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა. 

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას მიესალმება და აღნიშნავს:

„ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა,თავისთავად, ნიშნავს კონკურენციის გაზრდას და ბაზრის კიდევ უფრო გაჯანსაღებას. ამაში უარყოფითს ვერაფერს ვხედავ, პირიქით ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რასაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის მიერ იმპორტირებული მედიკამენტები, პირველია, მათი ხარისხი და მეორე-ფასი, რათა კონკურენტუნარიანი იყოს. თუ პრეპარატების ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მედიკამენტი რომელი ქვეყნიდან იქნება იმპორტირებული“.

,,ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი“ ირინა ჭელიძე გამოეხმაურა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას და ფაქტი დადებითად შეაფასა:

შევხვდი ჰუმანითი-ჯორჯიას პრეზიდენტს. ირკვევა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ პრეპარატების ფართო სპექტრს წარმოადგენენ და  ძირთადად,  ინდოეთში წარმოებულ მედიკამენტებს შემოგვთავაზებენ“.

ირინა ჭელიძემ დღევანდელი ქართული ფარმაცევტული ბაზარიც შეაფასა და მოსალოდნელ კონკურენციაზეც ისაუბრა:

„დღეს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე და  ვიქრობ, ძალიან რთული იქნება მათთვის ახალიკომპანიის მიერ კონკურენციის გაწევა, მიმაჩნია, რომ ახალი კომპანია თავისი მარკეტინგული სვლით უნდა შემოვიდეს ბაზარზე.ზოგადად ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის. ბუნებრივია, რომ რომელიმე მოთამაშე შეიძლება გავიდეს, რომელიმე შემოვიდეს და ა.შ.

საქართველოში მონოპოლია გამორიცხულია. რადგან გაადვილებულია ბიზნესისწამოწყება და ყველა სახის იმპორტი შეიძლება გაკეთდეს. თუმცა, ყველაზე სავალალო ის გახლავთ, რომ საქართველოში შემოტანილიმედიკამენტები სათანადოდ არ მოწმდება.  გამოსავლის ძიება სახელმწიფოს პრეროგატივაა. უნდა შექმნას ისეთი ლაბორატორია,რომელიც გააკონტროლებს იმპორტირებულ მედიკამენტებს. რეგისტრაცია ისეთია ჩვენთან, რომელზეც დაყრდნობით პროდუქციის იდენტურობა არანაირად არ დასტურდება. მაგალითად, წამალი არის წარმოებული უნგრეთში, მაგრამ ჩენთან შემოდის ჩეხეთიდან.

დისტრიბუტორის ვინაობა საიდუმლოა. ამას კანონი არეგულირებს, რომ კონფიდენციალური იყოს. როდესაც წამალს არ ახლავსდოკუმენტი რომელიც არადსტურებს მის აუთენტურობას, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვართ დაზღვეულები საეჭვო პროდუქციისგან. ზოგადად, როდესაც ვსაუბერობთ წამლის ეფექტიანობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოექვივალენტურობაა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა მწარმოებელ ქვეყანას, მთავარი სწორედ ბიოექვივალენტობა და მისი სწორად დადგენაა.მიმაჩნია, რომ თუ გამკაცრდება წამლის ხარისხის კონტროლი, ეს ფასზეც აისახება. შესაბმისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება“.

presa.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …