ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები, პოლიტიკოსები და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა. მან ასევე, ისაუბრა ჯენერიკ მედიკამეტების სპქეტრის გაფართოების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიაჩნია, რომ ყველა ეს ინიციატივა და ფაქტი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის:
„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლისა და მათი სპექტრის გაფართოების აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ, გარკვეულ აფთიაქებში იყიდება კიდეც. ძალიან კარგი იქნება, თუ რაცშეიძლება მეტი ახალი მოთამაშე გამოჩნდება ბაზარზე. ამ შემთხვევაში მონოპოლია აღარ იარსებებს, ან მინიმუმამდედავა. ახალი მოთამაშეების გამოჩენის შემთხვევაში ახალი ჯენერიკები შეემატება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს,შესაბამისად, ავადმყოფს თავად ექნება არჩევანის საშუალება, თუ რომელი პრეპარატი იყიდოს.
ჰუმანითი-ჯორჯიას შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, თავად ფაქტი მისასალმებელია. ახალი მოთამაშის შემოსვლას მივესალმები, თუ კონკურენცია გაიზრდება. კონკურენცია გამოიწვევს ფასების კლებას, ფასების კლება კიმოსახლეობის ჯიბეზე დადებითად აისახება. მივესალმები, რაც შეიძლება იაფი და მაღალი ხარისხის, სანდო მედიკამენტები შემოვიდეს ბაზარზე“.
„მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს“ – განამარტავს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე და ინდური წარმოების ხარისხიან მედიკამენტებზე მიანიშნებს:
„არსებობს ძალიან ბევრი ინდური წარმოების ეფექტური მედიკამენტი. ზოგადად პაციენტი არ უნდა იყოს შეზღუდული არჩევანში. მან უნდა იცოდეს განსხვავებაბრენდსა და არაბრენდულ ანუ ჯენერიკ წამლებს შორის და ექიმთან ერთად რეკომენდაციისა და ფინანსურიმდგომარეობის შესაბამისად, შეჯერდეს ოპტიმალურ ვარიანტზე.
ფაქტი, რომ ქართული ბაზრით ახალი ფარმაცევტული კომპანია დაინტერესდა ეს მნიშვნელოვანია და კონკურენციას შეუწყობს ხელს. კონკურენცია კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დონეს გაზრდის. გაიზრდება კონკურენცია – გაიაფდება პროდუქცია. ეს ლოგიკურია. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, აუცილებელია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება“.
„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჰუმანითი-ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.