მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » სამხედრო მოსამსახურეებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს დღეს მობილურ ამბულატორიებში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ.

სამხედრო მოსამსახურეებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს დღეს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ.

C ჰაპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საყოველთაო უფასო სკრინინგის აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

აქციის ფარგლებში, დღეს სსიპ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს დღეს სპეციალურად მოწყობილ მობილურ ამბულატორიებში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. სკრინინგის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეებმა დაადგინონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინა ხიდაშელი და ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო დაესწრნენ. თინა ხიდაშელმა ჯარისკაცებთან ერთად სკრინინგი გაიარა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ მკურნალობის პროგრამა, ეს არის ქვეყანაში C ჰეპატიტის დამარცხების პროგრამა იმისთვის, რომ არც ერთ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა აღარ ჰქონდეს.

“ბუნებრივია, რომ ჯარი საზოგადოების ნაწილია და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო და ჩვენი სურვილიცაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ერთ-ერთი პირველ ეტაპზე ჯარში სკრინინგი დაგვეწყო. მეოთხე ქვეითი ბრიგადით დავიწყეთ ეს პროცესი, მაგრამ მთელ შეიარაღებულ ძალებზე გადავა. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა პირობა, რომ ჩვენს ექიმებს გაატარებენ ტრენინგებს იმისთვის, რომ პროცედურა უფრო სწრაფად წავიდეს და ყოველ ჯერზე არ დაგვჭირდეს სამინისტროდან ექიმების გამოძახება. ასე, რომ ქართველ სამხედროებს მივმართავ, რომ მომავალ წელს ეს სიკეთე აბსოლუტურად ყველასთან მივა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ ჯარში არ აღმოჩნდება და ჩვენი ჯარისკაცები ჯანმრთელები არიან, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, ვინაიდან ეს სენი აღარ არის დაუმარცხებელი და მისი მკურნალობა საქართველოში დღეს სრულად შესაძლებელია”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით სერგეენკოს განცხადებით, პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, მართლაც გამოკვეთილად წარმატებულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, უკვე 6000-ზე მეტი ადამიანი არის ჩართული C ჰეპატიტის მკურნალობაში.

“გარდა ამისა, 15 000 ადამიანზე მეტმა გაიარა ე.წ. სკრინინგი, ანუ მარტივი ანალიზი, რომელიც აჩვენებს, კი, ან არა პასუხს, დაზუსტების გარეშე. იმისთვის, რომ პროექტი შემდგომშიც წარმატებულად გაგრძელდეს, ამისი ყველა წინაპირობა არსებობს. აუცილებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა იყოს შემოწმებული ამ დაავადების არსებობაზე”, – განაცხადა სერგეენკომ. მან თავდაცის სამინისტროს აღნიშნულ პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა იმისთვის, რომ ჩართულიყო ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს პროექტში და დღეს დაიწყო სამხედრო მოსამსახურეებში C ჰეპატიტის სკრინინგი. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა”, – განაცხადა სერგეენკომ.

interpressnews.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …