მთავარი » სოციალური » შშმ პირთა დასაქმების საკითხებზე კვლევა ჩატარდა
შშმ პირთა ყველაზე დიდი წილი (4.8%) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, ხოლო ყველაზე მცირე (2.3%) შიდა ქართლშია რეგისტრირებული. თბილისში 28,195 შშმ პირი.

შშმ პირთა დასაქმების საკითხებზე კვლევა ჩატარდა

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია – „მიკრო და მაკრო ფაქტორების გავლენა შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე“ გაიმართა.

ამ მიმართულებით კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ განხორციელდა.

კვლევითი პროექტი მოიცავდა ორ მიმართულებას:

1. რაოდენობრივი – ეკონომიკური სექტორებისა და რეგიონების მიხედვით დასაქმებული შშმ პირების ზოგადი სურათის შექმნა და სამუშაო პირობებისადმი მათი დამოკიდებულებების შესწავლა;

2. თვისებრივი – საკვლევი თემის მიმართ შშმ პირთა, შშმ პირების დამსაქმებლებისა და სფეროს ექსპერტების დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევამ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 750 საწარმო მოიცვა, სადაც 1108 შშმ პირია დასაქმებული. საწარმოთა ყველაზე დიდი წილი თბილისზე, შემდეგ კი აჭარასა და იმერეთზე მოდის. 2015 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 123607 შშმ პირია რეგისტრირებული, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,3% შეადგენს. შშმ პირთა ყველაზე დიდი წილი (4.8%) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, ხოლო ყველაზე მცირე (2.3%) შიდა ქართლშია რეგისტრირებული. თბილისში 28,195 შშმ პირია რეგისტრირებული, რაც დედაქალაქის მოსახლეობის 2.5%-ს შეადგენს.

კვლევისას შესწავლილ საწარმოებში დასაქმებული შშმ პირების რაოდენობა განსხვავებულია და 1-დან 16-მდე მერყეობს, საშუალოდ საწარმოში 1.5 ადამიანია დასაქმებული. შშმ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობა განათლების (20.2%), ვაჭრობისა (11.9%) და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების (11.3%) სფეროებშია ჩართული. 

სამუშაო პირობებისადმი დასაქმებული შშმ პირების დამოკიდებულებების რაოდენობრივ კვლევაში სულ 280 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …