მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის სკრინინგის შეჯამება

C ჰეპატიტის სკრინინგის შეჯამება

2015 წლის 21 დეკემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია – თემაზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამება, მეორე ეტაპის დაწყება და პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატის ,,ჰარვონის“ ჩართვა

პრესკონფერენცია გამართეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლმა პირებმა.

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებენ დაწყებულ ინიციატივას.

 (აქციები ჩატარდა 2015 წლის 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის მასშტაბით და C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან – 28 ივლისი – დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 9 რეგიონში) და 2015 წლის 9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიწო С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ ჩაეტარებინათ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, ყველა მსურველს უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე.

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში ნებაყოფლობითი სკრინინგის შედეგები ასეთია:

2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით და დეკემბრის მონაცემებით სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი;

C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან – 28 ივლისი- დაგეგმილი აქციების ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა 12 997 პიროვნებას;
2015 წელს თბილისის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ჩატარდა 10 936 ადამიანის სკრინინგი;

2014-2015 წელს ტესტირება ჩაუტარდა 12 000 პატიმარს
ნებაყოფლობითი სკრინინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა აჭარის, სამეგრელო -ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონები, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობით ქ.თბილისი.

ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის #473 დადგენილების “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ აღსრულების უზრუნველსაყოფად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლებთან ატარებს საინფორმაციო-განმარტებით შეხვედრებს თემაზე: რა უნდა იცოდნენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მონიტორინგის მწარმოებლებმა.

ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება ნებაყოფლობითი უფასო სკრინინგი, გამოიყენეთ უნიკალური შანსი, იაქტიურეთ

გაიგე მეტი შენს ჯანმრთელობაზე

ჩაიტარე უფასო ტესტირება C ჰეპატიტზე

C ჰეპატიტი იკურნება!

დაგეგმილი ღონისძიებები

21 დეკემებრი 14:00 სათი – პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს ჯანდაცვის სამინისტროს საწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების და ადმინისტრაციის სკრინიგი C ჰეპატიტიზე. (დაავადებათა კონტროლისა და საზპოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი)

22 დეკემბერი 11:00 საათი

1. ბათუმის უნივერსიტეტი – სტუდენტების სკრინინგი C ჰეპატიტიზე;

2. ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი – „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია;

26 დეკემბერი- ჯარისკაცების სკრინინგი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე (2 მობილური ამბულატორია)

NCDC

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …