მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების დაბალი ფასი მის ხარისხზე არ უნდა აისახოს
მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სტერეოტიპია ასეთი, დაბალი ფასი მის უხარისხობისკენ მიგვანიშნებს. ადამიანს ეჭვი უჩნდება ხარისხთან მიმართებაში.

ჯენერიკების დაბალი ფასი მის ხარისხზე არ უნდა აისახოს

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდავის სამინიტრომ ფარმა ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა დაანონსა. ჯენერიკ მედიკამენტების უპირატესობასა და მის უვნებლობაზე, ,,კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ მენეჯერმა თორნიკე რაზმაძემ ისაუბრა.

“არაბრენდული, ანუ ჯენერიკ წამლების შედარებით დაბალ ფასად შემოტანა და გაყიდვა საცალო ქსელებში, ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უდავოდ სასარგებლო და დროული ქმედება იქნება. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ფასი ხარისხზე არ აისახოს უარყოფითად. ადამიანი მედიკამენტის ხარჯზე, ეკონომიას ნაკლებად აკეთებს. თუ ეკონომიას გააკეთებ და საბოლოო ჯამში არც ეფექტი ექნება მას.

მედიკამენტებზე  ხარისხის კონტროლი მიმაჩნია რომ აუცილებელია. სტერეოტიპია ასეთი, დაბალი ფასი მის უხარისხობისკენ მიგვანიშნებს.  ადამიანს ეჭვი უჩნდება ხარისხთან მიმართებაში. ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და რადგან ინიციატივა გაჩნდა ხელმისაწვდომ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ალბათ, ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემოღებაც აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია ჯენერიკებთან მიმართებაში, გაიზარდოს ინფორმაციულობის დონე საზოგადოებაში“, –  განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …