ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს თერაპევტი ნანა ხუცაიძე გამოეხმაურა.
“ჯენერიკებს ვიყენებ, ბუნებრივია, ვენდობი კიდეც. ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება. მედიკამენტი, რომელიც დადებით და ეფექტურ შედეგს აჩვენებს, მისაღები და სანდოა.
რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებში წარმოებულ ჯენერიკებს და ზოგადად, მედიკამენტებს, მათ მიმართ განსაკუთრებული ნდობით არ გამოვირჩევი, თუმცა არასწორად მიმაჩნია მიდგომა, რომ ვთქვათ ინდოეთში წარმოებული ყველა წამალი ცუდია და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანია მედიკამენტს ჰქონდეს საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასევე, მის მწარმოებელ ქარხანას გააჩნდეს „აისო“ სერტიფიკატი. ამ შემთხვევაში მწარმოებელ ქვეყანას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“,- აცხადებს ნანა ხუცაიძე.