მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკის ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები ორიგინალი პრეპარატის იდენტურია

ჯენერიკის ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები ორიგინალი პრეპარატის იდენტურია

“პრაქტიკოსი ექიმები ინდური წარმოების ჯენერიკებს პრაქტიკაში ძალიან ფართოდ ვიყენებთ და ვენდობით“ 

ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტებისხარისხის კონტროლის კუთხით ახალისტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს დასამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოები საუცილებლობაზე მიანიშნებს.

თუმცა,იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემისამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია დარეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მედიკამენტების ხარისხის საკითხსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივას, აღნიშნული მედიკამენტების ვარგისიანობასა და ნდობის ფაქტორს,   ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია გამოეხმაურა:

„ჯენერიკი ჩვეულებრივი წამალია, იგივე ქიმიური შემადგენლობით, ხარისხობრივიმაჩვენებლებით, დანიშნულებით და ის უნდა შეიცავდეს ზუსტად იმ ინგრედიენტებს, რასაცორიგინალური ფორმულა.

ჯენერიკს უნდა ჰქონდეს იგივე ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები, რაც ორიგინალ პრეპარატს. ამდენად, ჯენერიკი არისამბოლუტურად იდენტური იმისა, რაც არის ბრენდული მედიკამენტი. უბრალოდ, მას აქვს თავისქიმიური დასახელება და არის უფრო იაფი.

ასე, რომ შიში და უნდობლობა ჯენერიკებისადმისყოვლად მიუღებელია“. ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში აწარმოებენ. საზოგადობის უნდობლობას მის მიმართ ხშირშემთხვევაში, სწორედ, ეს ფაქტორი განაპირობებს.

„ინდოეთში, პაკისტანში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მზადდებაროგორც ჯენერიკი, ისე სხვა წამლები. მთავარია, ჯენერიკი აკმაყოფილებდეს იმ ხარისხობრივმაჩვენებლებს, რაც საჭიროა. არავის არ ჩაუტარებია კვლევა, რომ ინდოეთში წარმოებულიმედიკამენტები უხარისხოა. ამიტომ ეს მითია, ვიდრე რეალობა,“

განამარტავს ექსპერტი და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების ინციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს  ქვეყნისთვის  ფუფუნებაა, რომ ყველა წამალი შეაფასოს თავიდან. „უბრალოდ,  ჩვენუნდა ვენდოთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ წამლებს.

მათ მიერგამოშვებულ წამლებს არანაირი შემოწმება აღარ სჭირდებათ. დაახლოებით 12 წელისჭირდება, რომ ამერიკის წამლის და პროდუქტის სააგენტომ წამალი გამოუშვას ბაზარზე.პრეპარატი ძალიან სერიოზული კონტროლს გადის, ვიდრე ის ბაზარზე მოხვდება.

შესაბამისად,საქართველოს ამ წამლების შემოწმება აღარ სჭირდება, ისევე როგორც ამ ქვეყნებშიგამოშვებული ჯენერიკების. რაც შეეხება საეჭვო ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებს,გაკვეულწილად.

უნდა მოხდეს მათი შერჩევითი შემოწმება და ეს შეამცირებს უნდობლობისფაქტორს, რაც არის დღეს მოსახლეობაში ინდოეთში და აზიაში წარმოებული მედიკამენტებისდა ჯენერიკების მიმართ.“

რამდენად ფართოდ მოიხმარენ ჯენერიკულ მედიკამენტებს ევროპის ქვეყნებში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექპერტი განმარტავს:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტადმოიხმარენ ჯენერიკულ მედიკამენტებს დიდ კლინიკებში. არის სპეციალური შეფუთვებიკლინიკებისთვის, როდესაც დაპაკეტებულია არა ათი ან ოცი აბი, არამედ გაცილებით მეტიმედიკამენტი. ეს კიდევ უფრო აიაფებს მის ღირებულებას.

თუ ესეც შემოვა საქართველოში,ძალიან კარგი იქნება ჰოსპიტლებისთვის და სამედიცინო მომსახურების ფასს მნიშვნელოვნადშეამცირებს. ჯენერიკული მედიკამენტების ფართოდ დანერგვა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე მისასალმებელია ყველანაირად. მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს ამმიმართულებით, რომ ნდობის ფაქტორი გაიზარდოს.“

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს ოჯახის ექიმი ქეთევან ჩხაიძე გამოეხმაურა:

“პრაქტიკოსი ექიმები ჯენერიკებს ძალიან ფართოდ ვიყენებთ და ვენდობით მათ. ზოგადად, ჯენერიკის მიმართ პირველი განწყობა საერთო მონაცემებითა და სტატიების მიხედვით გექმნება. მხოლოდ ინფორმაციულ ბუკლეტებს სახელმძღვანელოდ ვერასოდეს გამოვიყენებ.

მაინტერესებს ჯენერიკების დამადასტურებელი ევიდენტური მონაცემები მაღალი დონის სტატიების სახით. ეს არის პირველი განწყობა. შემდეგ, რა თქმა უნდა, არის პრეპარატით მკურნალობის მიღებული შედეგი. ბუნებრივია, ნდობა ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე მუშავდება და ყალიბდება“.

ოჯახის ექიმი აღნიშნავს, რომ მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს.

„ინდური წარმოების მედიკამენტი უხარისხოა, ასე ცალსახად თქმა არასწორია და დანაშაული.  როდესაც პრეპარატს, მათ შორის, ჯენერიკს აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კეძოდ, ISO-ს სერტიფიკატი,  ეს უკვე მეტყველებს, რომ ის დამზადდა სტანდარტების დაცვით და მის ხარისხში ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს.

ფარმაცევტული ქარხნის გეოგრაფილ მდებარეობას და თუ  რომელი ქვეყნის მუშახელს გამოიყენებენ წარმოებაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ხშირად საქართველოში დამზადებულ წამლებზეც ვხვდებით ხოლმე წინააღმდეგობას დანიშვნისას, მაგრამ რეალურად ჩვენთან წამალი არ იწარმოება, ხდება მხოლოდ შეფუთვა. თანაც ეს ხდება ძალიან მაღალი დონის იგივე ISO სერტიფიკატის მქონე ქარხნებში, რომლის ანალოგიც  შეიძლება ევროპაშიც არ იყოს,“ – ამბობს  ჩხაიძე.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …