შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის გეგმა 106.4 მლნ ლარით გაიზარდა.
აღნიშნული თანხიდან 10.4 მლნ ლარი სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 0.4 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 2 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტის შემცირდა 5.8 მილიონი ლარით. 96 მილიონი ლარი კი სამინისტრომ დამატებით მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში საშუალოდ 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე სამინისტროს მოუწევს დამატებით კიდევ მოიძიოს თანხები ან მომავალ წელს გაკრვეული დავალიანება გადაყვება.
ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები