მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია
ყველა ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნება მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს, ან სხვა უწყების მხრიდან, მისასალმებელია

მედიკამენტების ხარისხის კონტროლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია

აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ მდივანი დავით დარცმელიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს. 

დავით დარცმელიძის თქმით, ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს მეტი ყურადღება მართებთ მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით.

ყველა ოჯახი მეტნაკლებად მოიხმარს მედიკამენტებს. ერთი წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასებმა საკმაოდ აიწია. ლარის გაუფასიურებასთან ეს კიდევ შესამჩნევი გახდა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების გაძვირებას ვერ მივაწერთ და დავაბრალებთ ბაზარზე შექმნილ მონოპოლიას. უპირველესად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ლარის კურსის დარეგულირებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.

ეს არის მიზეზი იმ პროცესებისა, რაც სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს დღეს და მათ შორისაა მედიკამენტების გაძვირების პრობლემა. დღეს, არამხოლოდ მედიკამენტები, არამედ სხვა პროდუქციაც, განსაკუთრებით იმპორტირებული, საკმაოდ ძვირდება. ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას“,- ამბობს დარცმელიძე.

დავით დარცმელიძის აზრით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ვფიქრობ, ყველა ნაბიჯი , რაც გადადგმული იქნება მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს, თუ სხვა ნებისმიერი კომპეტენტური უწყების მხრიდან, ცალსახად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი. ერთია ფასი, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მეორეა ხარისხი, რომელიც აუცილებელია. ამიტომ, ამ მიმართულებით თუ რაიმე გააკეთებდა, რა თქმა უნდა, მივესალმები“, – მიაჩნია დეპუტატს.

„ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ“ – ხშირად აცხადებენ პაციენტები.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი, ექსპერტი სოციალურ საკითხებში, ფიქრია ბრეგვაძე ექიმების კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიებისადმი დაინტერესებასაც არ გამორიცხავს.

„არის შემთხვევები, როდესაც  პაციენტს კონკრეტულ მედიკამენტს მიზანმიამრთულად სთავაზობენ. არსებობს პრეპარატები, რომლებიც პენსიონერმა შესაძლოა 5 ლარად იყიდოს, ამ დროს კი ექიმი მას მსგავსი ტიპის 4-5 ჯერ უფრო ძვირადღირებულ წამალს უნიშნავს“.

ამ ფონზე, ფიქრია ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს:

„პერიოდულად უნდა მოხდეს ერთვარი სელექცია, რომელსაც კერძო კომპანია შეასრულებს თუ სახელომწიფო დონეზე გადაწყდება, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. არსებობს ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებშიც ადამიანები ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ აქვთ შედეგი. სწორედ ამ ტიპის საკითხებით უნდა დაინტერესდეს ჯანდაცვის სამინისტრო“,- აცხადებს ფიქრია ბრეგვაძე.

გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.

დეპუტატი მედიკამენტების გაძვირებას ლარის კურსის დაცემას უკავშრებს და საზოგადოებაში უარყოფით განწყობას სწორედ ამ ფაქტს მიაწერს. ამასთან მიაჩნია, რომ საკითხის დასარეგულირებლად გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო.

„ჩემი აზრი ნამდვილად არ განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობის აზრისგან. დოლარის გაძვირება ყველაფრის ფასსზე, მათ შორის მედიკამენტების, უარყოფითად მოქმედებს და ბუნებრივია, ამაზე ნეგატიური აზრი გამაჩნია. თუ სახელმწიფომ ეს აუცილებლად  უნდა გაითვალისწონოს და მდგომაორება, თუნდაც სუბსიდირებით, მაგრამ მაინც დაარეგულიროს, “ – ამბობს გიორგი ფეიქრიშვილი. 

დეპუტატი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს, და ინიციატივას, დაადებითად აფასებს.

“მისასალმებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მოქალაქეებს შეეძლოთ მხოლოდ მაღალხარისხიანი მედიკამენტების შეძენა“,- აღნიშნავს გიორგი ფეიქრიშვილი.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …