თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.
მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
მედიკამენტების ფასების პრობლემასა და ჯენერიკული წამლების საკითხს ექიმი ელზა ვაშაკიძე გამოეხმაურა.
“ბრენდი და ძვირადღირებული წამალი ზოგადად, რომ უკეთესია, ვიდრე ჯენერიკი, ესყველასთვის ცნობილია. მაგალითად, შანელის კაბა რა თქმა უნდა, სჯობს 50 ლარიან კაბას, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს სახელმწიფოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით,სწორედ მას მიმართავს.
არსებობს შედარებით კარგი ხარისხის ჯენერიკები და არცერთი ექიმი არ არის ჯენერიკის დანიშვნის წინააღმდეგი. დაბალი ხარისხის წამლების რეალიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფო ყოველთვის გამოდიოდა, აქ ლაპარაკია ჯენერიკმედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაზე და ამის შემდგომ, ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე.ზოგადად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თემა ძალიან აქტუალურია.
პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი მთხოვს, დავუნიშნო ეფექტური და შედარებით იაფი წამალი. თუმცა არიან გამონაკლისი პაციენტები, რომლებიც კონკრეტულად ბრენდული წამლის დანიშვნას მოითხოვენ. პაციენტების მოთხოვმიდან გამომდინარე ექიმებიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ოპტიმალურ ვარიანტს არჩევს.
საკმაოდ ეფექტური,ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ინდური, აზიის სხვა ქვეყნების , დასავლეთ ევროპის, მათ შორის პოლონური და ჩეხური მედიკამენტები. არსებობს მედიკამენტების ნაწილი,რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ჯენერიკები და იძულებული ხარ ბრენდული მედიკამენტი გამოწერო. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს სწორი მიმართულება აქვს აღებული – მეტი ჯენერიკ მედიკამენტის იმპორტი და წს მრავალფეროვნება მოსახლეობის ჯიბეს დადებითად წაადგება”.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის საკითხს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა – ყელყურცხვირის ეროვნული ცენტრის ოტორინოლარინგოლოგი მარინა ცაბაძეც შეეხო და განაცხადა, რომ აუცილებელია მათაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მდგომარეობის დასასტაბილურებლად, ექიმმა ერთ–ერთ ალტერნატიულ გზად ფარმაცევტული ბაზრის ჯენერიკ მედიკამენტებით დაკომპლექტება დაასახელა:
„აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარიხსხის კონტროლი გამკაცრდეს, ამ პრობლემის დარეგულირების შემდეგ გაიზრდება ხელმისაწვდომობა პრეპარატებზე, რადგან არავინ იტყვის ჯენერიკებზე, როცა ის იქნება შემოწმებული სპეციალური მაკონტროლებელი სტრუქტურის მიერ“.