ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სპექტრის გაფართოვება დაანონსა დააღნიშნა, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინდიგოს“ პრეზიდენტი, მედიცინის ექსპერტი ნაია იობაშვილი გამოეხმაურა:
“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო როგორც წესი, ძირითადად, ჯენერიკ პრეპარატებს აფინანსებს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს იქნებაერთ-ერთი გამოსავალი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს მიდგომა შეუმსუბუქებს მათ ხარჯებს. თუმცა აუცილებელია ასევე მოხდეს ბრენდული მედიკამენტების ფასების დარეგულირება.
ზოგჯერ პაციენტს არჩევანი არ აქვს ,- ექიმი უნიშნავს ბრენდს და არა ჯენერიკს, რადგან ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო უპრიანია ბრენდებზე ჰქონდეთ კონტრაქტები და ხელშეკრულებები გაფორმებული ექიმებთან. მიმაჩნია, ამ საკითხს განსხვავებულად მიდგომაც სჭირდება. ექიმები არ უნდა იყვნენ დაინტერესებულები კონკრეტული წამლის რეკომენდაციით გაკრვეული პირადი ინტერესების გამო.“
გარდა ამისა, ექსპერტს მიაჩნია, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.
„ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. როდესაც ბრენდს გასდის თავისი პატენტის ვადა, მათი წარმოების უფლება ეძლევათ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც. აქ საუბარია პატენტის და არა წამლის მოქმედების ვადაზე. ამ მიმართულებით გაკრვეული საინფორმაციო კამპანიის განხორციელება აუცილებელია საზოგადოებაში, რადგან პოტენციურ პაციენტებს არ ჰქონდეთ სკეპტიკური განცდა ჯენერიკების მიმართ.“
როგორც ნაია იობაშვილი აღნიშნავს, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში 90 პროცენტი ჯენერიკის, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტის მომხმარებელი პაციენტია.
„ჩვენს მოსახლეობასაც სრული უფლება აქვს იცოდეს რას ნიშნავს, ჯენერიკი, რამდენად უსაფრთხოა მისთვის, რატომ ღირს ბრენდულ მედიკამენთთან შედარებით იაფი. თუმცა,გასათვალისწინებელია, რომ არსებობენ პაციენტები, რომლებსაც მაინცდამაინც ბრენდის დანიშვნა სურთ. მხოლოდ ექიმის რეკომენდაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული პაციენტი,მისი სურვილიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული.“
ექსპერტს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.
„ჩვენთვის ცნობილია, როგორია სამომხმარებლო კალათა, როგორი დაფინანსება აქვთ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს. აქედანგამომდინარე, სრულიად იოლი წარმოსადგენია, რომ გარკვეულმა კატეგორიამ ჯენერიკიც კივერ შეიძინოს. შესაბამისად, სერვისისა და მედიამენტის ფასები საშუალო ფენისშემოსავალთან შესაბამისი და ადეკვატური უნდა იყოს.“
პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე საუბრობს ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარე მანანა ჩუბინიძე. მისივე თქმით, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი და აქ ფასი მთავარ როლს არ უნდა ასრულებდეს:
„პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. მომხმარებელმა, ხოლო მცირეწლოვნობის შემთხვევაში ბავშვის მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა ხარისხის წამალს ყიდულობს აფთიაქში. არის შემთხვევები, რომ აფთიაქარი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელ ჯენერიკს და ეუბნება, რომ ის უკეთესია და ფასიც ნაკლები აქვს. პირადად მე არასდროს მივდივარ ამ დათმობაზე თუნდაც ფასებს შორის მცირე სხვაობის გამო.
ჩვენს ბენეფიციარებს სახელმწიფო დახმარების პროგრამის უტარდებათ მკურნალობის კურსი, შესაბამისად წამლის ხარისხის კონტროლი და სანდოობაც, ვფიქრობ, სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა იდგეს ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნავს ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარე.
როდესაც მომხმარებელს უჩნდება კითხვა, თუ რამდენად ხარისხიანია მედიკამენტი, მას კომპეტენტური პასუხი სჭირდება. „ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ხარისხის კონტროლს უმაღლეს დონეზე აიყვანს. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს შესაბამისი სისტემის შექმანს, რაც მნიშველოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.“
მანანა ჩუბინიძე იმაზეც მიანიშნებს, რომ მხოლოდ მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს და აღნიშნავს:
„ციტრამონი, რომელიც ღირს სულ რამდენიმე თეთრი, არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე მეხუთე თაობის რთული პრეპარატები, რომლებიც ძალიან ძვირია და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ფასი ხარისხს ყოველთვის არ განაპირობებს. თუმცა უსამართლობა და დანაშაულია, თუ კომპანია არასანდო და უხარისხო პრეპარატს ყიდის, სწორედ, ამისთვისაა აუცილებელია მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება.“