შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ნინო ბერძულის დანიშვნის ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნინო ბერძული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ”, – ნათქვამია ბრძანებაში რომელიც, 29 ნოემბრით თარიღდება.
ამ დროისთვის დავით სერგეენკოს, ნინო ბერძულის ჩათვლით, 3 მოადგილე ჰყავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უკვე განთავსებულია ნინო ბერძულის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
განათლება:
- 1990-1996 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო საქმე
- 1996-1997 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიაში
- 2002-2004 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ, ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი
- 2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი – ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია
- 19.11.2015 წ. – დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
- 2013-2015 წწ. – USAID დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა – დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
- 2009-2013 წწ. – ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი, ვაშინგტონი, აშშ
- 2006-2009 წწ. – USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა – დირექტორი, ვაშინგტონი, აშშ
- 2004-2006 წწ. – ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, თბილისი, საქართველო
- 2003 -2004 წწ. – ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, მეცნიერ თანამშრომელი, ატლანტა, აშშ
- 1997 -2002წწ. – N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი, ქ. ქუთაისი, საქართველო.