მთავარი » სოციალური » მთავრობა ვაიძულეთ პენსია გაეზარდა, ჩვენმა კამპანიამ შედეგი გამოიღო – ბაქრაძე
ბაქრაძის თქმით, ენმ კამპანიას არ შეწყვეტს რადგან ბიუჯეტში საკმარისი რესურსია, რომ პენსია არა ივნისიდან, არამედ იანვრიდან და თანაც 50 ლარით გაიზარდოს.

მთავრობა ვაიძულეთ პენსია გაეზარდა, ჩვენმა კამპანიამ შედეგი გამოიღო – ბაქრაძე

ბაქრაძის თქმით, ენმ კამპანიას არ შეწყვეტს რადგან ბიუჯეტში საკმარისი რესურსია, რომ პენსია არა ივნისიდან, არამედ იანვრიდან და თანაც 50 ლარით გაიზარდოს.„ნაციონალური მოძრაობაში“ პენსიების ზრდას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მთავრობის ეს ქმედება მათი კამპანიის შედეგია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, მათი კამპანია პენსიის ზრდასთან დაკავშირებით მაინც არ შეჩერდება.

ბაქრაძის თქმით, პენსია არა ივნისიდან, არამედ იანვრიდან და თანაც 50 ლარით უნდა გაიზარდოს. როგორც ენმ-ს ლიდერი განმარტავს, ამის რესურსი ბიუჯეტში რეალურად არსებობს.

„ერთი თვის წინ წამოვიწყეთ კამპანია პენსიის მატების შესახებ. დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი კამპაანიის შედეგი. ვაიძულეთ მთავრობა გაეთვალისწინებინა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა. ერთი თვის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდაზე საუბარი არის პოპულიზმი. ბიუჯეტი ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში, მაგრამ პენსიის ზრდისთვის არც ერთი თეთრი არ იყო გათვალისწინებული. ის, რომ მთავრობა დასთანხმდა ჩვენს მოთხოვნას, ნიშნავს ერთს, რომ ჩვენი საზოგადოების აქტიურობამ გამოიღო პირველი შედეგი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენი კამპანია შეჩერდება – არ ნიშნავს. წინ არის უმძიმესი ზამთარი. არავინ იცის როგორ მოიმატებს ფასები პროდუქტსა და მედიკამენტებზე, ამიტომ ჩვენი კამპანია გაგრძელდება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

newposts.ge

Maestro Television

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …