მთავარი » სოციალური » დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია
დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია და ითვალისწინებს პილოტური ჯგუფების გადაყვანას დაგროვებით პენსიაზე.

დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით შექმნილი პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია. ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელს ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მონაწილეობს, პარტნიორობას და კონსულტაციებს კი უწევს მსოფლიო ბანკი.

“ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა პროექტი, რომელიც პრაქტიკულად უკვე დამთავრებულია და ის ითვალისწინებს გარკვეული პილოტური ჯგუფების გადაყვანას დაგროვებით პენსიაზე. დაგროვებითი პენსია თავისი შინაარსით ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი მუშაობს, გარკვეული თანხის აკუმულირებას აკეთებს შესაბამის ფონდებში, რომელიც ეფექტურად მართავს ამ თანხას. დაგროვებითი მეთოდი საშუალებას აძლევს ადამიანს, როდესაც ასაკით პენსიას მიაღწევს, მისი პენსია საგრძნობლად მაღალი იყოს, ვიდრე ყველა დანარჩენის”, – განაცხადა სერგეენკომ.

interpressnews.ge

Maestro Television

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …