მთავარი » სოციალური » “ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება
"ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები კედელს მოხატავენ.

“ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება

ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად დღეს კედელს მოხატავს. 

ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს გაიხსნა და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს. აქცია კამპანიის სლოგანია: არა ძალადობას!; თქვი არა!

კედლის მოხატვის აქცია სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. სტუდენტებს შეუერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლათა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაიაც. პრობლემის მოგვარების მხრივ საზოგადოების აქტივობას და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!

 

pia.ge

ჯანდაცვის სამინისტრო

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …