საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ანი მიროტაძე საქართველოში ბერნარ კუშნერის ვიზიტს დადებითად აფასებს.
მიროტაძე აღნიშნავს, რომ ბერნარ კუშნერის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების მიმართ, არამედ მთელი ქვეყნისთვის – ის პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანიცაა.
„კუშნერი საკმაოდ, კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. 2008 წელს ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტი იყო და სარკოზთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, მასთან ერთად მან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და დაგვეხმარა. მას ამის მერეც, ხშირად ჰქონდა ჰქონდა შეხება საქართველოს პრობლემატიკასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ვიზიტი არც პირველია და არც უკანასკნელი.
ჩემთვის ფრანგი დიპლომატის ვიზიტი ორმაგად საინტერესო იყო და პოლიტიკური დატვირთვაც ვაფასებ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემით მის დაინტერესებას. მსგავსი ტიპის ვიზიტები ატარებს მხარდაჭერის ხასიათს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მუდმივად არის გზავნილები ასეთი მაღალი დონის სტუმრების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კუშნერი მხარს დაგვჭრს და დაგვეხმარება, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების უკეთ წარმართვაში, ისე ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ვფიქრობ, რომ ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი და მისი ვიზიტი და რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია და წაადგება საქართველოს ჯანდაცვას და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკას“, – განაცხად ანი მიროტაძემ.