ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დღეს გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში სპეციალურად ამ კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლის „არა ძალადობას!“ პრეზენტაცია გაიმართა. მოეწყო სამხატრო აკადემიის სტუდენეტების ამ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც. ასევე გაიმართა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანსაც საქართველოში ოჯახური ძალადობის შემცირება წარმოადგენს. ნარინჯისფერი კვირეული დღეს გაიხსნა.