მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სოსო ღვარძელაშვილი : ჯენერიკები სანდოა, ხარისხიანი, თუმცა ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს
სოსო ღვარძელაშვილი ჯენერიკების სანდოობისა და ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობის თემას გამოეხმაურა: სანდოობა ჯენერიკების მიმართ საზოგადოებაში ნაკლებია.
ID:49089542

სოსო ღვარძელაშვილი : ჯენერიკები სანდოა, ხარისხიანი, თუმცა ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს

თბილისი (GBC) – საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ღვარძელაშვილი ჯენერიკების სანდოობისა და ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობის თემას გამოეხმაურა: „ჯენერიკები სანდოა, ხარისხიანი, თუმცა ამის თაობზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს! 

„ზოგადად, სიახლეებთან დაკავშირებით, მათ შორრის, ჯენერიკებთან მიმართებაში, საზოგადოებას უტყუარი და დამაჯერებელი  ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, ხოლო ინფორმირებულობა ზრდის სანდოობას. ეს ცალსახად ასეა. რაც შეეხება რამდენად სანდოა და ხარისხინი ჯენერიკი, ისევ ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ სანდოობა ჯენერიკების მიმართ საზოგადოებაში ნაკლებია. შესაძლებელია ბაზარზე გამოჩნდეს ახალი მედიკამენტი, რომლის ფასიც დაბალი იქნება.

მართალია, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია მაინც შედეგი, ხარისხი და არა ფასი. გამომდინარე ამ ფაქტორებიდან,  მნიშვნელოვნად მიმაჩნია ორი რამ, პირველი, რომ წამლის ხარისხის მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს ფხიზლად, უნდა შემოწმდეს და გადამოწმდეს ყველა პრეპარატი, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის. ბაზარზე და სააფთიაქო ქსელში  არ გამოჩნდეს მედიკამენტი, რომელიც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ ჯენერიკები იგივე შემცველობის და შედეგიანობისაა, რაც ორიგინალი პრეპარატები”, – ამბობს ღვარძელაშვილი . 

საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საკმაოდ, საინტერესო მოსაზრება გააჩნია პრეპარატების მწარმოებელ ქვეყნებთან მიმართებაში, ისევ ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებს და  აღნიშნავს, რომ ევროსტანდარტები და ევროპული ხარისხი, გარკვეულწილად, ბრენდად არის ქცეული და აღქმული საზოგადოებისთვის. 

„თუმცა აქაც ინფორმაციის ნაკლებობაა. მწარმოებელი, თუნცად ეს იყოს ინდოეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ, თუ ის აწარმოებს სრულფასოვან წამალს, იქნება სერტიფიცირებული და ექნება ხარისხის ნიშანი და რაც მთავარია, აწარმოებს სწორ სარეკლამო კამპანიას, ამ შემთხვევაში ის სტერეოტიპი, რომ ყველაფერი ევროპული არის კარგი და აუცილებლად სჯობს ინდურს, დაიმსხვრევა”, – განაცხადა სოსო ღვარძელაშვილმა.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …