ჩეხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაცია დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტუმრობდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება სხვადასხვა სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით გაუზიარეს. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ურთიერთთანამშრომლობის პროექტზე, რომელიც საპენსიო სფეროს ეხება. ჩეხეთსა და საქართველოში განსხვავებული საპენსიო სისტემა არსებობს და ორივე ქვეყნისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მიიღონ მომსახურება – საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთში, ჩეხეთის მოქალაქეებმა კი საქართველოში.