მთავარი » ახალი ამბები » ბერნარ კუშნერის ჯანდაცვის სფეროში ჩართულობა პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს
პარლამენტარი კუშნერის ჩართულობას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით მიესალმება და მიაჩნია პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.

ბერნარ კუშნერის ჯანდაცვის სფეროში ჩართულობა პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს

თბილისი (BPI) – თბილისში საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და აჟამად, „გლობალ ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი იმყოფებოდა.

კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა. კუშნერის ვიზიტი პარლამენტარმა  ელისო ჩაფიძემ შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კუშნერი ჩვენთვის  არა მხოლოდ დიდი ფრანგი პოლიტიკოსი, არამედ ჩვენი საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარია. ადამიანი, რომელმაც დააარსა ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია,როგორიც არის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და რომელიც გლობალურად მოაზროვნეა და ფიქრობს არა მხოლოდ, საკუთარი ერის, ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლებემთან და თემატიკასთან მიმართებაში“.

ჩაფიძე კუშნერის ვიზიტის მიშვნელობას  რამდენიმე კუთხით განიხილავს და უპირველესად ხაზს უსვამს მის ადამიანურ თვისებებს:

„მან გამოიჩინა დიდი სიმამაცე და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეარა მხოლოდ თბილისში, არამედ გორში და სხვა ცხელ წერტილში გადაარჩინა. ისინი გადაარჩინა ისეთი მეგობრების გვერდში დგომამ, როგორებიც იყვნენ სარკოზი, კუშნერი,პოლონელი და ბალტიისპირელი მეგობრები და ასე შემდეგ.  ასე, რომ მრავალი თვალსაზრისით იყო მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი“.

პარლამენტარი კუშნერის ჩართულობას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით მიესალმება და მიაჩნია პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ამასთან, იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა იქნება უფრო მეტად სოციალური და ადამიანსა და მის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული.

„ადამიანებს დღეს არ უხდებათ სახლ–კარის გაყიდვა და არ ეშინიათ ავადმყოფობის.  პირველი სამი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო და მძიმედ დააწვა ბიუჯეტს იმ კუთხით,რომ ძირითადი ძალისხმევა დაგროვილი პრობლემების დარეგულირებას მოხმარდა.

აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია ბატონი სერგეენკოს მიმართულება, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა. გაკეთდეს არა პოსტ–ტრავმული და უკვე დაზიანებული ჯანმრთელობაზე აქცენტი, არამედ პირველად ჯანდაცვაზე, პროფილაქტიკასა და ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაახანრგრძლივებს ადამიანების სიცოცხლეს და შრომისუნარიანობას. ასე, რომ მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბატონი კუშნერის ვიზიტი საქართველოში“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

bpi.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …