მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მოსახლეობას ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად უნდა შესთავაზოთ
ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან კუშნერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯენერიკ პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შეთავაზონ.

მოსახლეობას ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად უნდა შესთავაზოთ

“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო 7 წლის განმავლობაში,შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში კონფერენციაზე “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯენერიკ პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შეთავაზონ.

“როდესაც მოქალაქე გრძნობს მას შეუძლია მიიღოს ჯენერიკ პრეპარატები, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მათ ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად, მაგრამ ამ სისტემასაც ჭირდება მუდმივი კონტროლი.

მე მახსოვს ჩემს ქვეყანაში, რეფორმის დასაწყისში ჯენერიკ პრეპატარატების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი, რადგან ეჭვის თვალით უყურებდა მოსახლეობა ამ პრეპარატებს. ასე რომ, მოგვიწევს მოქალაქეთა და ექიმების განსაკუთრებულ ჯგუფთან მუშაობა.

ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს რა ხდება და რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ზემოდან, რომ შევცვალოთ ჯანდაცვის სიტემა. უნდა იყოს მუდმივი დისკუსია და დიალოგი ხალხთან. რა თქმა უნდა, ამას მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ ამაში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩაერთოს.

თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჯანდაცვის დაზღვევასთან დაკავშირებით, ანუ არჩევანი თქვენი ქვეყნის ბუჯეტსა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას შორის.

საფრანგეთში არ იყო ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის დაზღვევა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ თავი მოგვეყარა მთლიანი სისტემისთვის. ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ახლა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის დაზღვევის ერთიანი საერთო სისტემა, რომელიც ცუდად არ მუშაობს, მაგრამ ხარჯიანია. აქ არის ერთი უპირატესობა, ყველაფერი იწყება ქვემოდან ზემოთ. ჩვენ ვთავაზობთ სისტემას არჩევანისა, რომელიც პასუხობს ზოგადი ხელმისაწვდომობის აუცილებლობის საკითხს და მედიცინის პროგრესის საკითხს”, – განაცხადა კუშნერმა.

შეგახსენებთ, პროფესიით ექიმი ბერნარ კუშნერი, რომელიც საფრანგეთში 7 წელი ჯანდაცვის მინისტრი, შემდეგ კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარებაში კონსულტაციებს უწევს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …