მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
სამინისტრო ხელს შეუწყობს რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად მიწვდომადი იყოს მედიკოსთათვის,არარაციონალურ დანიშვნას კი შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პაციენტებსა და ექიმებს მიმართავს. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკს.

ამასთან, დავით სერგეენკო ექიმებს აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება ვინ მოკლას და ვინ – არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას.

მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, იმისათვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მონაწილეობა მიიღო ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოეწყო და მას ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე მედიკოსები დაესწრნენ. კვირეული იმართება სლოგანით: “გამოიყენე ანტიობიოტიკები ფრთხილად”.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …