მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა 600-მა ადამიანმა 3-თვიანი მკურნალობა დაასრულა – როგორია შედეგები
600-მა ადამიანმა 3- თვიანი მკურნალობა უკვე დაასრულა. მკურნალობის შედეგები ძალიან კარგია. ვირუსის აქტივობის მაჩვენებელი 98%- ში ნულზეა დაყვანილი.

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა 600-მა ადამიანმა 3-თვიანი მკურნალობა დაასრულა – როგორია შედეგები

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს. დღეისთვის 3 და 6-თვიანი რეჟიმებით უკვე 5 000 -ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დაახლოებით 600-მა ადამიანმა 3- თვიანი მკურნალობა უკვე დაასრულა.

„მკურნალობის შედეგები ძალიან კარგია. ვირუსის აქტივობის მაჩვენებელი 98%- ში ნულზეა დაყვანილი. ეს ჯერჯერობით სრულ განკურნებას არ ნიშნავს, რადგან მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ კვლავ გადამოწმდება და თუ სამი თვის შემდეგ მაჩვენებელი ისევ ნული იქნება, მაშინ ჩაითვლება, რომ ავადმყოფი განკურნებულია.

მედიცინის ერთ – ერთი ყველაზე დიდი გარღვევა გახლავთ ის, რომ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები შეიქმნა. ამ უახლესი პრეპარატებით C ჰეპატიტის სრული განკურნება შესაძლებელია. თუ აქამდე განკურნების მაჩვენებელი ინტერფერონით მკურნალობაზე 50% იყო, დღეს განკურნების მაჩვენებელი ამ ახალი პრეპარატებით, რომელიც მაისიდან უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის, სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი. ეს პრეპარატი კომპანია „გილიადმა“ შექმნა, მისი სახელია სოფორბუირი, შემდგომ მისი განვითარება და კომბინირებული პრეპარატია ჰარმონი.

პირველ ეტაპზე ჩაერთო 5 000 ადამიანი, რომლებიც ყველაზე მძიმე კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, დღეს უკვე ქვეყანაში არსებულ 12 სერვისცენტრში რეგისტრაცია 15 000-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …