მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაატა კურტანიძე ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვას მიესალმება
კურტანიძე მთავრობის ინიციატივას, ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვის შესახებ მიესალმება.მიაჩნია, რომ ჯენერიკ მედიკამენტები მეტად უნდა ინიშნებოდეს ექიმების მიერ

პაატა კურტანიძე ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვას მიესალმება

თბილისი(GBC)  – ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების და  ბაზარზე მათი წილის გაზრდის ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის,  „ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე გამოეხმაურა. 

პაატა კურტანიძე ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, რამდენიმე გამოსავალზე საუბრობს და  სამომავლოდ, ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდის აუცილებლობაზე მიანიშნებს.  

შესაბამისად,  კურტანიძე მთავრობის ინიციატივას, რომელიც ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვას ითვალისწინებს, მიესალმება და მიაჩნია, რომ ჯენერიკ მედიკამენტები უფრო მეტად უნდა ინიშნებოდეს ექიმების მიერ, ინფორმირებული იყოს როგორც საზოგადოება, ასევე ოჯახის ექიმები. 

მისივე განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ბრენდულ მედიკამენტებს დაახლოებით 25-30% უჭირავს. ჯენერიკების წარმოების ზრდა და მედიკამენტებზე ფასის შემცირება კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ წილს ბაზარზე, რადგან ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით იაფია. 

„ჯენერიკ მედიკამენტების წარმოების მიზანი ჩვენი მხრიდან სწორედ ის იყო, რომ  ამ მედიკამენტების  სახით შეგვეთავაზებინა საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო იაფი პრეპარატები. დღეს, ქართულ ფარმაცევტულ  ბაზარზე ბრენდების წილი  მაქსიმუმ,  25-30 პროცენტია,  დანარჩენს ისედაც, ჯენერიკები იკავებს და გააქტიურების შემთხვევაში,  ბრენდების წილი კიდევ უფრო შემცირდება და 15-20 პროცენტამდე დაიწევს”, – განაცხადა „ავერსის” დამფუძნებელმა.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …