ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. მინისტრი მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშრისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თანამედროვე ქალაქებში არსებული სოციალური დაცვის მართვის სისტემების მნიშვნელობას ეძღვნება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკო ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა.