საქართველოში მომავალი წლიდან ელექტრონული რეცეპტის სისტემა დაინერგება. პროგრამაში უკვე ბევრი კლინიკა ჩაერთო და მათი ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება.
პროგრამისა და ახალი ინიციატივის შესახებ სტუდიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე საუბრობს. სტუმარი ასევე შეეხო აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებსაც.