მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაციენტმა არ იცის რა არის ჯენერიკი და იმ მედიკამენტს ყიდულობს, რასაც ექიმი უწერს
ჯენერიკების და ბრენდული მედიკამენტების თემა დღეს აქტულურია. პაციენტმა არ იცის რა არის ჯენერიკი და იმ მედიკამენტს ყიდულობს, რასაც ექიმი უწერს .

პაციენტმა არ იცის რა არის ჯენერიკი და იმ მედიკამენტს ყიდულობს, რასაც ექიმი უწერს

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქართულ ფარმა ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მისი სეგმენტის გაფართოება დაანონსა.

ჯენერიკ მედიკამენტების მიმართ სანდოობის საკითხს რუსთავის კლინიკის „ოჯახის ექიმი“ –ს დამფუძნებელი ზურაბ ნონიაშვილი გამოეხმაურა:

„ჯენერიკების და ბრენდული მედიკამენტების  თემა დღეს აქტულურია.ვფირქობ, ეს უფრო კომერციული მხარეა. აქ ფული უფრო თამაშობს გადამწყვეტ მნიშვნელობას. მოსახლეობას დიდი ინფორმაცია არ გააჩნია და რასაც ექიმი გამოუწერს, იმ პრეპარატს ყიდულობს. დანარჩენი კი მედიკოსთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.“

რაც შეეხება ჯენერიკების მიმართ სანდოობას, ნონიაშვილი ამ შემთხვევაში უფრო მწარმოებელს კომპანიას, ქარხანასა და ქვეყანას ენდობა.

„ინდოეთის წარმოების მედიკამენტებს  ვერ ვენდობი, ორიგინალი პრეპარატის შემთხვევაშიც კი.  ხოლო საფრანგეთი კლასიკური წამლის მწარმოებელი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინდოეთში არსებული ფარმაცევტული კომპანია ჯიემპის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, არჩევანის შემთხვევაში, მაინც ევროპული წარმოების პრეპარატს ავირჩევდი. ასევე, ვენდობი ქართული წარმოების მედიკამენტებსაც. ესეც სუბიექტური რაჩევანია, “– ამბობს ზურაბ ნონიაშვილი.

პაციენტმა არ  იცის რა არის ჯენერიკი და იმ მედიკამენტს ყიდულობს, რასაც ექიმი უწერს .

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …