მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტზე მკურნალობის კურსის საბაზრო ღირებულება 84 ათასი დოლარია
ჰავრონით მკურნალობის კურსის საბაზრო ღირებულება 100 ათასს დოლარს აღემატება. შესაბამისად, წელიწადში 2 მილიარდი დოლარის მედიკამენტები მოეწოდება.

C ჰეპატიტზე მკურნალობის კურსის საბაზრო ღირებულება 84 ათასი დოლარია

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტზე მკურნალობას ამჟამად 5 ათასი ადამიანი გადის. 

მინისტრის თქმით, მომავალ წელს ამ პროგრამით, წელიწადში 20 ათასი ადამიანი იმკურნალებს.

„ყველაზე უფრო მოკლე კურსის, 12 კვირიანის საბაზრო ღირებულებაა 84 ათასი დოლარი და 5 ათასი ადამიანი გადის მკურნალობას. შესაბამისად, ეს ციფრები რომ გავამრავლოთ, ამ ღირებულების მედიკამენტებია მოწოდებული. რაც შეეხება მომავალ წელს, წელიწადში 20 ათასი ადამიანი იმკურნალებს ახალი მედიკამენტით „ჰავრონით“, რომლითაც წელსვე ჩანაცვლდება ძველი. მისი საბაზრო კურსის ღირებულება 100 ათასს დოლარს აღემატება. შესაბამისად, წელიწადში 2 მილიარდი დოლარის მედიკამენტები მოეწოდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, საქართველოში C ჰეპატიტის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ამ მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთში.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …