მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დაბალი ფასის გამო, პაციენტების მხრიდან ჯენერიკზე მოთხოვნა დიდია
ფასის გამო პაციენტების მხრიდან ჯენერიკზე მოთხოვნა დიდია. ზოგისთვის დაბალი ფასის გამო ჯენერიკები მიღებულია და ბრენდს არ აქცევენ ყურადღებას

დაბალი ფასის გამო, პაციენტების მხრიდან ჯენერიკზე მოთხოვნა დიდია

„ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს 3 წლიანი ანგარიშის წარდგენისას.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას სპეციალისტები და მედიკოსები დადებითად აფასებენ. რაც შეეხება, ჯენერიკ მედიკამენტების ვარგისიანობასა და მის გამოყენებას, პედიატრი ხათუნა გურეშიძე განმარტავს:

„ჯენერიკი ფარმაკოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელი და ძირითადი ნივთირებაა, რომელიც ნებისმიერ პრეპარატში შედის. 

ჯენერიკი შეიძლება იყოს სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით, კერძოდ, შესაძლოა ერთსა და იმავე ჯენერიკს სხვადასხვა ქვეყანა ან ერთ ქვეყანაში სხვადასხვა კომპანია განსხვავებული დასახელებით აწარმოებდეს. ეს განსაკუთრებით შეეხება ანტიბიოტიკებს.

ნდობა ჯენერიკებსა და ბრენდების მიმართ სუბიექტურია თითოეული ექიმისათვის. ბრენდებს ვენდობით, რადგან გამოცდილება გვკარნახობს. თუმცა ჯენერიკიც ამართლებს. მთავარია, დაცული იყოს მისი წარმოების ტექნოლოგია და ქვეყანაში არსებობდეს მედიკამენტების ხარისხზე მკაცრი კონტროლი.

ფასის გამო პაციენტების მხრიდან ჯენერიკზე მოთხოვნა დიდია. ზოგისთვის დაბალი ფასის გამო ჯენერიკები მიღებულია და ბრენდს არ აქცევენ ყურადღებას. ჯენერიკები ძალიან მნიშვნელოვანია. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ დღეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

“რაც შეეხება მედიკამენტის ხარისხს, პედიატრის განმარტებით მას არ განაპირობებს მწარმოებელი ქვეყანა. საზოგადოება ინდურ მედიკამენტებს არ ენდობა, თუმცა ჩვენ ვენდობით და ვიცით, რომ სერიოზულ კომპანიებსაც გააჩნიათ ინდოეთში ქარხნები. მოსახლეობაზე ცუდად მოქმედებს ის ფაქტი, რომ მედიკამენტი ინდოეთში, საქართველოში, რუსეთსა ან უკრაინაში იყოს დამზადებული, რატომღაც შედარებით დაბალი ხარისხის ჰგონიათ. თუმცა ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია. ეს ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული“, – მიაჩნია ხათუნა გურეშიძეს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …