მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია
ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება დაანონსა.

ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია

ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება დაანონსა, რაც მეტწილად ჯენერიკ მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლითა და მათი სეგმენტის გაფართოებით უნდა განხორციელდეს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამეტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. მინისტრის ანგარიში დადებითად შეაფასებს სპეციალისტებმა, მედიკოსებმა,სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ჯენერიკ მედიკამენტების საკითხს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური გამოეხმაურა:

„ჯენერიკი სამკურნალო პრეპარატია, იგივე ფორმულით, შემადგენლობითა დაჩვენებებით. მხოლოდ არა იმ ფირმის მიერ გამოშვებული, რომელმაც  მედიკამენტითავდაპირველად დაარეგისტრირა და დააპატენტა. მაგალითისთვის,  პრეპარატიასპირინი. თავისდროზე, აღნიშნული მედიკამენტი კომპანია „ბაიერმა“ დააპატენტადა ფარმაცევტულ ბაზარზეც პირველად მან შემოიტანა.

თუმცა, დღეს მას უშვებსკომპანია „უპსა“, რომელიც არანაკლები ხარისხისაა. მსგავსი მაგალითებისმოყვანა შეიძლება სხვა, მრავალი დასახელების მედიკამენტზეც. ანუ ჯენერიკი არნიშნავს, რომ ის აუცილებლად არის ცუდი. თუ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, ისჩვენებითა და მკურნალობის ეეფექტის გათვალისწინებით, არ განსხვავდებაბრენდისაგან. ზოგიერთ შემხვევაში სჯობს ჯენერიკი ბრენდს.“

ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთსა და სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში აწარმოებენ.    მასში  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

„ინდოეთშიც ბევრი წარმატებული და სანდო ფარმაცევტულიკომპანიაა, თუმცა არიან ნაკლებად სანდო და წარმატებული კომპანიებიც, როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში. სწორედ, ასეთიგანწყობა იყო საქართველოში თავის დროზე თურქულ მედიკამენტებზეც.  მათ არენდობოდენ, თუმცა ვიმყოფებოდი რამდენიმე ფირმის ქარხანაში, რომლებიც ძალიან მაღალტექნოლოგიურ დონეზე იყვნენ აღჭურვილნი. არასამართლიანად მიმაჩნია, როდესაც   ჯენერიკ მედიკამენტებს უხარისხო წამლებთან აიგივებენ.“

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეფორმები ასევე შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმმა გენეტიკოსმა და ემბროლოგმა ქეთევან ტუხაშვილმა:

„რეფორმა წარმატებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველად რგოლს აუცილებელია ჰყავდეს კვალიფიციური ექიმები, ჩატარდეს სათანადოტრენინგები, ოჯახის ექიმების ანაზღაურებაც იყოს შესაბამისი, რადგანმნიშვნელოვანია, ექიმი იყოს მოტივირებული. ექიმს პაციენტთან ურთიერთობა დამისთვის მკურნალობის კურსის ჩატარება  ძალიან დიდი ენერგიის, ნერვიულობისადა სტრესის ფასად უჯდება, ეს ყველაფერი სათანადო დონეზე იყოს დაფასებული’’.

ქეთევან ტუხაშვილმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ მოცემული რეფორმით პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან.

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, პაციენტები  კმაყოფილებიარიან. სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდანგამომდინარე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სისტემაკარგად მუშაობს. ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვისსაყოველთაო პროგრამაც გააფართოების თავისი მოქმედების არეალს. უფრო მეტკვლევებს დააფინანსებს, უფრო ნაკლები შეზღუდვები იქნება და ა.შ. ’’

ექიმმა მედიკამენტების  ფასებზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა:

 „საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე,რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის წამლებზე, რომელიც მძიმეტვირთად აწვებათ პაციენტებს  და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერახერხებენ.

ადგილობრივი წარმოების  ფასების დარეგულირება ქვეყნის შიგნითარსებული მექანიზმებით შესაძლებელია, მაგრამ მედიკამენტები სხვადასხვაქვეყნიდან შემოდის და მათ ფასს ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ლარი კურსის ცვალებადობა. საჭიროა ფარმაცევტულიხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალურიგამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკებია, რაც ბრენდულმედიკამნტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება.“

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …