მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების გამოყენება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი იქნება
ჯენერიკი, რომელსაც ბრენდი იგონებს და აპატენტებს,გაცილებით იაფია. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი ექნება, თუ ჯენერიკებს გამოიყენებენ.

ჯენერიკების გამოყენება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი იქნება

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მედიკამენტების ხარისხის საკითხსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივას, აღნიშნული მედიკამენტების ვარგისიანობასა და ნდობის ფაქტორს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი გოზალიშვილმა ისაუბრა:

“ჯენერიკი – ეს არის მედიკამენტების ჯგუფი, რომლის გამოშვების უფლებაც გააჩნია ნებისმიერ სხვა კომპანიასა და ქვეყანას პატენტის ვადის გასვლის შემდეგ. ის არაფრით განსხვავდება ბრენდულ მედიკამენტისგან. ჯენერიკი, რომელსაც ბრენდი იგონებს და აპატენტებს, პირველად მედიკამენტთან შედარებით, გაცილებით იაფია. შესაბამისად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი ექნება, თუ ჯენერიკებს გამოიყენებენ.

შემიძლია დავარწმუნო ისინი, რომ ჯენერიკი ფარმაცევტული შემადგენლობითა და მკურნალობის ეფექტით არაფრით განსხვავდება ბრენდისაგან. სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიაში არ დაუშვებენ, მედიკამენტი დარღვეული ტექნოლოგიური პროცესით აწარმოონ”.

რაც შეეხება მედიკამენტის ხარისხს, პარლამენტარის განმარტებით, მას არ განაპირობებს მწარმოებელი ქვეყანა.

“ზოგიერთ ცნობილ და დიდ ფარმაცევტულ კომპანიას ქარხანა აქვს ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. აღნიშნულ ქვეყნებში დამზადებულ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს სათაო ოფისი და შესაბამისად, ტექნოლოგიურ დარღვევებზე საუბარი აბსურდია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჯენერიკის გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს.

საქართველოში არ დარეგისტრირდება პრეპარატი, თუ მან სრული მოცულობით ხარისხის კონტროლი არ გაიარა. საქართველოში მაღალი დონის პროფესიონალი ფარმაცევტები გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლას”, – აცხადებს გიორგი გოზილაშვილი.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …