მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული ჯენერიკ-მედიკამენტების შესახებ
ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ანალიტიკურმა ცენტრმა (რეიტინგი კავკასია) გამოკითხვა ჩაატარა.

საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული ჯენერიკ-მედიკამენტების შესახებ

მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის  ფონზე, მედიკამენტების გაიაფება დაანონსა, რაც ჯენერიკული მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლის ხარჯზე უნდა განხორციელდეს.

,,საქართველოს მომავალისათვის – საქართველოს მრავალშვილიან ოჯახთა საქველმოქმედო კავშირის” თავმჯდომარემ ჯილდა გორგაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ჯენერიკ-მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„მოსახლეობამდე პირადად უნდა მივიდეს ინფორმაცია ჯენერიკების უვნებლობის შესახებ”.

ამასთან,  მიაჩნია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მედიკამენტის ხარისხის კონტროლი,  ასევე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. სწორედ მათ ინტერესში შედის, აღნიშნული წამლების სწორი მიმართულებით პოპულარიზაცია.

„საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული ჯენერიკ-მედიკამენტების შესახებ არ არის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს. თუ ჯენერიკ-პრეპარატები ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ეფექტიანი, ხარისხიანი და სოციალურად დაბალი ფენისთვის ხელმისაწვდომი  იქნება, რა თქმა უნდა, მათი საწინააღმდეგო არაფერი მექნება.

მაგრამ როდესაც ადამიანს, რომელიც ნაკლებად ინფორმირებულია ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ,  ესმის სიტყვა ჯენერიკი, ანუ არაბრენდული წამალი, უჩნდება გარკვეული უნდობლობის განცდა.

თუ  არ ვიცი ამ პრეპარატების შემადგენლობა, დამზადების წესი და არც ის ვიცი, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მისი ყიდვის სურვილი არ მექნება. ამიტომ აუცილებელია, ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.  ჯანდაცვის სამინისტრომ და წამლის  კონტროლის სააგენტომ უნდა წამოიწყონ გარკვეული სახის კამპანია, რომ მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, თუ რა განსხვავებაა ბრენდსა და ჯენერიკს შორის, რა უპირატესობა აქვს ჯენერიკს და რატომ უნდა შევიძინოთ ისინი და ა.შ.” – აღნიშნა გიორგაძემ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …