მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო მინსკში მაღალი დონის მინისტერიალზე წარდგა
მინსკში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის მინისტერიალი „მიდგომები სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა 2020 – ის ფარგლებში“.

დავით სერგეენკო მინსკში მაღალი დონის მინისტერიალზე წარდგა

მინსკში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის მინისტერიალი „მიდგომები სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა 2020 – ის ფარგლებში“ გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში, მსოფლიოს 53 ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ლიდერებთან ერთან, მონაწილეობენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორ ამირან გამყრელიძე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესებას და სამიზნე ჯგუფების საჭიროებების გამოვლენას.

“დღეს მინისტერიალი ტარდება მინსკში, ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ბელორუსიის ჯანდაცვის სექტორის გამოცდილება მისაბაძია მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ვიმედოვნებ, დღეს ხელი მოეწერება მინსკის შეთანხმებას, რაც ჯანდაცვის სფეროში ახალ მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოშობს”,-

განაცხადა დავით სერგეენკომ ბელორუსიის მედიასაშუალებებთან მიცემულ ინტერვიუში.

kvira.ge

Georgian Broadcaster

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …