მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ლაშა კილაძე: ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი არსებობს
ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი არსებობს,ხარისხის დონეს სპციალური სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს.მედიკამნტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მივესალმები.

ლაშა კილაძე: ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი არსებობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში მინისტრმა წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები.

სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოვეტაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები. 

ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას და ეფექტურს უწოდებს მიღწეულ შედეგებს  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის  პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივას, რომელსაც მინისტრის გათვლებით  ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება განაპირობებს კილაძე განმარტავს:

„მედიკამენტების გაიაფება მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ფაქტმა  განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ და დაუცველ ოჯახებზე იმოქმედა. უპრიანი იქნება ის მედიკამენტები, რომლის გამოყენებაც მათთვის აუცილებელია პირველად ჯანდაცვის პროგრმაში აისახებოდეს და სახელმწიფოს მხრიდან ფინანასდებოდეს. ვფიქრობ ეს უნდ აიყოს ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლების სისტემა აპრობირებული და გამართლებულია არაერთ ქვეყანაში.“

არსებობს თუ არა ხარისხიანი ჯენერიკი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის  პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი აღნიშნავს:

„ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი  არსებობს, უბრალოდ მის ხარისხის დონეს სპციალური სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს. სამინსიტროს ინიციტივას, რომელიც მედიკამნტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითავლისწინებს, მივესალმები.“

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …