დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მალვინა ჯავახაძე საუბრობენ თუ რას იწვევს ანტიბიოტიკების მოხმარების წესების დარღვევა და რას მოიცავს ახალი რეგულაციები ექიმებისთვის:
პაატა იმნაძის განცხადებით, ანტიბიოტიკ–რეზისტენტობის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს მსოფლიოს პრობლემაა ბოლო წლების განმავლობაში. ექიმებმა ანტიბიოტიკები უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მართლაც უკიდურესად საჭიროა. ვირუსული დაავადებების დროს თუ არ არის ბაქტერიული გართულება, ანტიბიოტიკი არაფერს შველის, პირიქით – ხელის შემშლელია ორგანიზმისთვის ვირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული საშულებებია, არცერთი მათგანი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს.