მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ფასები არ უნდა იყოს დამოკიდებული ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების კეთილ ნებაზე
მედიკამენტების ფასები არ უნდა იყოს დამოკიდებული ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების კეთილ ნებაზე. ამიტომ, უნდა არსებობდეს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა.

მედიკამენტების ფასები არ უნდა იყოს დამოკიდებული ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების კეთილ ნებაზე

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომაროებას და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების  თემას ნესტან კირთაძე გამოეხმაურა.

„ქვეყანა სოციალურად მძმე მდგომარეობაში, ირგვლივ საყოველთაო გაჭირვებაა. არმგონია, ამას გრძნობდნენ ჩინოვნიკები, თუმცა შექმნილ მდგომაროებას კარგად გრძნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მათ მედიკამენტების შეძენის ფინანსებიც კი არ გააჩნიათ. ამ ფონზე მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების საკითხი და მისი მოხმარების პოლიტიკა ცალკე განხილვის საკითხი უნდა გახდეს მთავრობისათვის. დღეს საქართველოში არის საბაზრო ურთიერთობები.

მედიკამენტების ბიზნესში რამდენიმე სერიოზული მოთამაშეა. მთავრობის გადაწყვეტილებები ამ სფეროში გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს საკითხი ეხება კერძო ბიზნესს. მაგრამ არსებულ მდგომარეობაში სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს ამ დიდი მოთამაშეების შეკრება და საერთო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის,“ – განმარტავს კირთაძე.

ნესტან კირთაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და მიაჩნია,რომ ეს იყო დიდი ნაბიჯი, წარმატებული რეფორმის სახით, რომელიც  ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა და ათასობით ადამიანის სიცოცლე გადაარჩინა:

„ერთ ადგილზე არ უნდა გავჩერდეთ. სახელმწიფომ დღესაც და მომავალშიც  უნდა შეძლოს ადამიანების გადარჩენა. ამიტომ, ამას უკვე სჭირდება სერიოზული პოლიტიკის შემუშავება. მთავრობის მეთაურმა  უნდა მოუსმინოს ექსპერტებს, სპეციალსიტებს, მედკოსებს, მოსახლეობას, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს,  თუ როგორ ხედავენ მდგომარეობიდან გამოსავალს. მედიკამენტების ფასები არ უნდა იყოს დამოკიდებული ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების კეთილ ნებაზე.

ამიტომ, უნდა არსებობდეს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა, რომელიც იქნება კომპლექსური და ამ პოლიტიკის გამტარებლები უნდა იყვნენ ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებიც.“ 

რაც შეეხება, მედიკამენტების ხარისხს კირთაძე მას ფარმაცევტული კომპანიების მოსახლეობისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას უწოდებს.

„ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ შედარებით დაბალი ხარისხის მედიკამენტებს და რადგან აღნიშნული მედიკამენტები არის იმპორტირებული, ადებენ მაღალ ფასს. სინამდვილეში კი გაცილებით დაბალ ფასად შემოტანილია დაბალი ხარისხის პრეპარატები. ამას ალბათ განაპირობებს კომპანიების მფლობელების სიხარბე, მაგრამ თუ იარსებებს რეგულაცია, რომ ფასი და ხარისხი ერთმანეთის ადეკვატური იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიმართულებით  რეგულაციები უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს, ამ გადაწყვეტილებას მხარ დავუჭერ.“ – განაცხადა ნესტან კირთაძემ.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …