მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაციენტები უსახსრობის გამო ძვირადღირებული მედიკამენტების დანიშვნას გაურბიან
პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილს ნამდვილად უჭირს სათანადო მედიკამენტების შეძენა, რაც ბუნებრივია, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

პაციენტები უსახსრობის გამო ძვირადღირებული მედიკამენტების დანიშვნას გაურბიან

მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსა და ხარისხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ერთი ნაწილი, ფასების მატებას არსებულ ლარის კურსს უკავშირებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფასთან ერთად, აუცილებელია მედიკამენტებზე კონტროლი ხარისხის მიმართულებითაც გაძლიერდეს.

სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრ „მედისონის“ პედიატრი ნინო საგინაშვილი შექმნილ მდგომარეობას საზოგადოების არსებულ სოციალურად მძიმე ფონსაც უკავშირებს.

“პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილს ნამდვილად უჭირს სათანადო მედიკამენტების შეძენა, რაც ბუნებრივია, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს – აქვთ მცირე პენსია, დაბალი ანაზღაურება სამსახურში. ოჯახებს არ აქვთ ნორმალური შემოსავალი, რომ ელემენტარულად ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები იყიდონ.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, როგორც ექიმი, ბოლომდე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ წამლების ფილტრაცია ისე ხდება, რომ ქსელებში არ მოხვდეს ისეთი წამალი, რომელიც შემდეგ პრობლემას შეუქმნის პაციენტს. პირადად მე ამ კუთხით ვუყურებ პრეპარატებს და შესაბამისად, ვუნიშნავ ჩემთან მოსულ პაციენტებს“,- აცხადებს პედიატრი.

როგორ ხდება წამლის შერჩევა, ხარისხის თუ ფასის მიხედვით პედიატრი განმარტავს, რომ ეს საკითხი საკმაოდ, სენსიტიურია.

“ძირითადად, ექიმები მაინც ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ ნორმალური ფასის მქონე ეფექტური პრეპარატი, არადა ბრენდები საკმაოდ ძვირია. ძალიან ხშირად უთქვამთ პაციენტებს, რომ ძვირადღირებულ მედიკამენტს ვერ იყიდის და მის დანიშვნას აზრი არ აქვს. ეს ფაქტი გვანადგურებს ექიმებს.

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსული პაციენტები კმაყოფილებას ნამდვილად გამოთქვამენ, რადგან ბევრი გამოკვლევა უფასოდ უტარდებათ, მაგრამ მედიკამენტების ყიდვის შესაძლებლობა ხშირად არ აქვთ. როცა არჩევანის წინაშე ვდგები, რა თქმა უნდა, მირჩევია დავნიშნო ბრენდი, ვიდრე ჯენერიკი. უბრლოდ, საზოგადოება ჯენერიკის შესახებ ინფორმირებლი არ არის, “ – ამბობს ნინო საგინაშვილი.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …