მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ფასები რეგულირდებოდა იქიდან გამომდინარე თუ რა სურდა ამა თუ იმ კარტელის მონაწილეს
მედიკამენტების ფასები რეგულირდებოდა არა რეალობიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რა სურდა ამა თუ იმ კარტერის მონაწილეს.

მედიკამენტების ფასები რეგულირდებოდა იქიდან გამომდინარე თუ რა სურდა ამა თუ იმ კარტელის მონაწილეს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა,  სამინისტროს მიერ წარსულში განხორციელებული პროგრამები წარმატებულ და სოაციალურად ორიენტირებულ ნაბიჯად მიაჩნია და, აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ დაგეგმილი რეფორმაც მოსახლეობისათვის სასარგებლო იქნება.

„საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრის დავით სერგეენკოს   მოღვაწეობამ ადამიანებს უკან დაუბრუნა სიცოცხლის გემო. მათ ავადმყოფობის აღარ ეშინიათ.  რამდენიმე წლის წინ ამ მხრივ სრული კატასტროფა იყო ქვეყანაში.  მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფერო დღეს უმადურობის შეგრძნების მსხვერპლია.

არნახული რეფორმა გატარდა საყოველთაო დაზღვევის სახით. გარდა ამისა, ჩემი თაობის უამრავ ადამიანს C ჰეპატიტის პროგრამის წყალობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ამ მასშტაბის ზრუნვა ადამიანებზე მთავრობის მხრიდან არასდროს ყოფილა. დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს მისწვდა. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილ რეფორმას, როგორც ვიცი, დაავადებების პრევენციასაც გულისხმობს.

ყველაზე დიდი პრობლემა, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ პრევენციაა. ადამიანები მიდიან ექიმთან უკიდურეს მდგომარეობაში, როცა განკურნება ან შეუძლებელია, ან დიდი რაოდენობით თანხას და დროს საჭიროებენ.

ის, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გაუკეთებია, ძალიან გონივრულად მიმაჩნია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერგეენკო ნამდვილად გონივრულად გაუძღვება დაგეგმილ რეფორმას.  ეს ადამიანი ნამდვილად ფიქრობს ადამიანებზე და მათ მომავალზე,“ – აღნიშნავს კინორეჟისორი.

აინდრაავა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკად მიიჩნევს,  როდესაც ფარმაცევტული ორგანიზაციები გახდნენ სამკურნალო დაწესებულებების მფლობელები.„პრაქტიკულად, მთელი პრინციპი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ითვალისწინებდა, თავდაყირა დადგა.

ეს ყოვლად დაუშვებელი იყო და ალბათ, ყველას ესმოდა. დღეს ამასთან, დაკავშირებით აბსოლუტურად ნათელია, რომ არსებობდა კარტერული შეთანხმება ფარმაკომპანიებს შორის.  ფასები რეგულირდებოდა არა რეალობიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რა სურდა ამა თუ იმ კარტერის მონაწილეს. ალბათ დღეს ფასების რეგულირება შესაძლებელია.

ამავე დროს, მეორეს მხრივ, მიმაჩნია, რომ არ უნდა დაზარალდეს თავად ბიზნესი და წარმოება. ფაქტია, რომ ფასებთან დაკავშირებით სახეზეა გარიგებები, მეორე მხრივ კი ჩარევა ფაქიზი და სახიფათო საქმეა.

რაც შეეხება სუბსიდირებას, მიმაჩნია, რომ ეს სწორი გამოსავალი ვერ იქნება. არ შეიძლება ერთი დარგის სუბსიდირება და მეორესი – არა. ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართოს სახელმწიფომ. თავისუფალ საბაზრო პირობებში სუბსიდირება გონივრული ნაბიჯი არ არის, თუმცა, ხშირად იძულებითი ქმედება არის ხოლმე,“– განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. 

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …