მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით

მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რამაც მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას აწუხებს. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ფეიქრიშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასებზე ლარის კურსის დაცემა უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, მიაჩნია,  რომ საკითხის დასარეგულირებლად  სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზომების გატარება აუცილებელია.

„დოლარის გაძვირებამ ბაზარზე პროდუქტზე ფასების მომატება განაპირობა, მათ შორის გაძვირდა მედიკამენტებიც. სახელმწიფომ ეს საკითხი აუციებლად უნდა დაარეგულიროს,  თუ  ბიუჯეტი სუბისიდირების შესაძლებლობას მოგვცემს,  ეს საკითხი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ  და არსებული მძიმე სიტუაციადან გამოსავალი დორულად უნდ ავიპოვოთ“, – ამბობს გიორგი ფეიქრიშვილი.

მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიებას გეგმავს.

“მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდეს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მოქალაქეებს შეეძლოთ მხოლოდ მაღალხარისხიანი მედიკამენტების შეძენა“, – განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …