მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია

მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია

აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ მდივანი დავით დარცმელიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„ყველა ოჯახი მეტნაკლებად მოიხმარს მედიკამენტებს. ერთი წლის განმავლობაში  მედიკამენტებზე ფასებმა საკმაოდ აიწია. ლარის გაუფასიურებასთან ეს კიდევ შესამჩნევი გახდა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების გაძვირებას ვერ მივაწერთ და დავაბრალებთ ბაზარზე შექმნილ მონოპოლიას.

უპირველესად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ლარის კურსის დარეგულირებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა. ეს არის მიზეზი იმ პროცესებისა, რაც სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს დღეს და მათ შორისაა მედიკამენტების გაძვირების პრობლემა.

დღეს, არამხოლოდ მედიკამენტები, არამედ სხვა პროდუქციაც, განსაკუთრებით იმპორტირებული, საკმაოდ ძვირდება. ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს მეტი ყურადღება მართებთ მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით“, – აცხადებს დარცმელიძე.

დავით დარცმელიძის აზრით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია.

“რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ვფიქრობ, ყველა ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნება მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს, თუ სხვა ნებისმიერი კომპეტენტური უწყების მხრიდან, ცალსახად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი.

ერთია ფასი, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მეორეა ხარისხი, რომელიც აუცილებელია. ამიტომ, ამ მიმართულებით თუ რაიმე გააკეთებდა, რა თქმა უნდა, მივესალმები“, – მიაჩნია დეპუტატს.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …