“ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის ავტორები დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი ხეჩინაშვილი არიან.
ავტორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის გზით ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, ტუბერკულოზის შემთხვევის მართვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა და ტუბერკულოზით დაავადებული პირისთვის საჭირო დახმარების გაწევა.