მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » უნდა შევამციროთ მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში
მთავარი პრობლემა: მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით

უნდა შევამციროთ მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის, ჯენერიკების და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები განიხილეს.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განცხადებით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით, სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.

 

pia.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …